ავტორიზაცია

ოსიმენის და კვარაცხელიას ტრანსფერზე ნაპოლის პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია

ოსიმენის და კვარაცხელიას ტრანსფერზე ნაპოლის პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია
თარიღი 01 მარ 2023, 13:28
"ნაპოლის" შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი საოცარ ფორმაში არიან და მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლორენტისი სხვა აზრზეა და ზაფხულში მათ შენარჩუნებას გეგმაბს.

კლუბის მიზანია, თამაში შემდეგ სეზონშიც ამ მოთამაშეებზეც ააწყოს, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, გამორიცხული არაფერია და თუ შემოთავაზება სარფიანი იქნება, შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

სარფიან შეთავაზებაში კი მინიმუმ 300 მილიონი ევრო იგულისხმება - 150-150 ევრო თითო ფეხბურთელი სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ სერიას ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.