ავტორიზაცია

"სამივემ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ საუკეთესოები რეალში არიან", - ანჩელოტი The Best-ის დაჯილდოვებაზე

"სამივემ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ საუკეთესოები რეალში არიან", - ანჩელოტი The Best-ის დაჯილდოვებაზე
თარიღი 01 მარ 2023, 21:53
კარლო ანჩელოტიმ The Best-ის დაჯილდოვებაზე ისაუბრა.

საუკეთესო მწვრთნელად ლიონელ სკალონი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი, საუკეთესო ფეხბურთელად კი ლეო მესი.

„ჩვენთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინამ დამსახურებულად მოიგო და ნორმალურია, რომ მესიმ, ემილიანომ და სკალონიმ ეს პრიზები დაისაკუთრეს.

ამან ჩემი ყურადღება დიდად ვერ მიიქციეა, ნორმალურია, რომ სამეულში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ. სამი საუკეთესოს არჩევა მიჭირს, ინტერესთა კონფლიქტი მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, საუკეთესოები „რეალიდან“ არიან.“, - აღნიშნა იტალიელმა.