პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა ოსიმენს ორმაგი ხელფასი შესთავზოს
"ჩელსიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შესყიდვებზე თითქმის 330 მილიონი ევრო დახარჯა.
როგორც ჩანს, ზაფხულში ლონდონური კლუბი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს.
CalcioMercato-ს ცნობით, "არისტოკრატების" პრიორიტეტი შესაძლოა "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენის შეძენა იყოს.
წყაროს ცნობით, "ჩელსის" მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ნიგერიელის ხელფასი გააორმაგოს. ამჟამად ოსიმენი იტალიაში წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის "ჩელსის" 120-130 მილიონი ევროს შეთავაზება დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის "ჩელსის" 120-130 მილიონი ევროს შეთავაზება დასჭირდება.