ბუმი პირველივე დღეს! - რამდენი ბილეთი გაიყიდა საქართველო - ნორვეგიის მატჩზე?
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი ბათუმში, "ბათუმი არენაზე" გაიმართება და ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო.
თავიდა, tkt.ge-ს პრობლემები ჰქონდა და გულშემატკივრები ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ, თუმცა მალევე ყველაფერი გამოსწორდა.
ჩვენი ინფორმაციით, პირველივე დღეს, სრული ბუმი იყო და ამ მატჩის თითქმის ყველა ბილეთ უკვე გაყიდულია, დარჩა მხოლოდ 100-მდე ბილეთი.
შეგახსენებთ, რომ ამავე სტადიონზე, საქართველოს ნაკრები 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს.