ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვერ დაარტყა კარში

მადრიდის რეალმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვერ დაარტყა კარში
თარიღი 03 Mar 2023, 13:29
მადრიდის "რეალს" ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ კარში ვერ დაარტყა. მადრიდელებმა მეტოქე კარის მიმართულებით 13 დარტყმა შეასრულეს, მაგრამ ყველა ააცილეს.

პირველად 2022 წლის 15 თებერვლის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" მეტოქე გუნდის კარში ვერ დაარტყა. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პსჟ"-სთან (0:1) მოხდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 5 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.