ავტორიზაცია

პროკურატურამ ჰაკიმის მიმართ საბრალდებო დასკვნა გამოსცა

პროკურატურამ ჰაკიმის მიმართ საბრალდებო დასკვნა გამოსცა
თარიღი 03 Mar 2023, 15:04
მაროკოს ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენის" მცველს აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურებაში ედება ბრალი. 

Lequipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პროკურატურამ ვარსკვლავი აფრიკელის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოსცა.

წყარო აღნიშნავს, რომ ჰაკიმმა ამ საქმეზე ჩვენება უკვე მისცა. სასამართლომ პარიზული გრანდის ფეხბურთელს ბრალი წაუყენა და კონტროლის ქვეშ მოაქცია.

აღსანიშნავია, რომ სკანდალური ამბების შემდეგ, აშრაფის მეუღლემ განქორწინება გადაწყვიტა.

24 წლის მცველი პარიზულ გუნდში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ფეხბურთელის შრომითი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2026 ზაფხულამდეა ძალაში.