ავტორიზაცია

აქტუალური პრობლემა: საქართველოს ნაკრების ბილეთების ნაწილს გადამყიდველები დიდ ფასად ყიდიან

აქტუალური პრობლემა: საქართველოს ნაკრების ბილეთების ნაწილს გადამყიდველები დიდ ფასად ყიდიან
თარიღი 04 Mar 2023, 13:31
28 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყო და დაწყებიდან რამდენიმე საათში უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მეორე დღეს კი ვხვდებით პოსტებს, სადაც შეძენილ ბილეთებს გადამიდველები დიდ ფასად ყიდიან.

ბევრი გულშემატკივარია, ვისაც ამ მნიშვნელოვან მატჩზე დასწრება სურდა, თუმცა ბილეთის ყიდვა ფიზიკურად ვერ მოასწრო.

ისინი იძულებულები არიან, ბილეთები 5-ჯერ მეტ ფასად, გადამყიდველებისგან შეიძინონ.


TOP.GE