2 მიზეზი, რატომაც კვარაცხელია ბარსელონაში არ გადავა

ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.
საუბარია მადრიდის "რეალზე." "ბარსელონა ამ სიაში არ არის, თუმცა ესპანური პრესა წერს იმ 2 მიზეზზე, რის გამოც ხვიჩა კატალონიურ გუნდში არ გადვა.
პირველი მიზეზი ისაა, რომ კვარაცხელია "რეალის" გულშემატკივარია და ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ოცნება სამეფო კლუბში თამაშია.
მეორე კი სატრანსფერო ფასია. "ნაპოლი" კვარაცხელიას გაყიდვას 100-150 მილიონ ევროდ აპირებს, "ბარსელონა" კი ფეხბურთელებს ასეთ თანხას საკმაოდ იშვიათად იხდის.