ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ პრინციპულ მატჩში ნიუკასლი დაამარცხა

მანჩესტერ სიტიმ პრინციპულ მატჩში ნიუკასლი დაამარცხა
თარიღი 04 მარ 2023, 18:48
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში მანჩესტერ "სიტი" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუპირისპირდა.

შეხვდრა "ქალაქელების" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე ფოდენმა დააწინაურა, 67-ე წუთზე ბერნანდო სილვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდს 58 ქულა აქვს და "არსენალს" ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.

"ნიუკასლ იუნაიტედს" 41 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 4 ქულა აშორებს.