ავტორიზაცია

VIDEO: მოარიდეთ ბავშვები ეკრანს - ლივერპულმა მანჩესტერს 7:0 გადაურბინა

თარიღი 05 მარ 2023, 22:25
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააცამტვერა.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 7:0 (!!!) დასრულდა.

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 1:0-ს კოდი გაკპოს გოლით იგებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ მეტოქეს კიდევ 6 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.

საბოლოო ჯამში, კოდი გაკპომ, დარვინ ნუნიესმა და მოჰამედ სალაჰმა დუბლი მიითვალეს, შეხვედრაში წერტილი კი რობერტო ფირმინომ დასვა.

„ლივერპულმა“ 42 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა, „იუნაიტედი“ კი 49 ქულით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს.