ავტორიზაცია

მოურინიო იუვესთან გამარჯვებაზე: "ჩვენ მოვიგეთ ჩვენი დამოკიდებულების და არა ტაქტიკის წყალობით"

მოურინიო იუვესთან გამარჯვებაზე: "ჩვენ მოვიგეთ ჩვენი დამოკიდებულების და არა ტაქტიკის წყალობით"
თარიღი 06 მარ 2023, 10:49
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ არ ვართ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი და ყოველ ჯერზე ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ გავიმარჯვოთ. მე ჯერ კიდევ ვნერვიულობ კრემონეზესთან წაგების გამო. დღეს ჩვენ ჩვენი შემართებით მოვიგეთ და არა ტაქტიკური ცვლილებებით.

ძნელია იუვესთან თამაში, რომელიც ასეთი ძლიერი და კომპაქტურია. ჩვენ დაცვიდან უნდა გვეთამაშა, რომ ბურთის მეტი ფლობა გვქონოდა, რადგან მათი ფეხბურთელები ჩვენზე სწრაფები არიან.

თავს უმეტესწილად კარგად ვიცავდით და რუი პატრისიომ ბოლო წუთებში საოცრება მოახდინა. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა იუვენტუსთან თამაშობ. “, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ამ მატჩის შემდეგ "რომა" 47 ქულით მეოთხე ადგილზეა, "იუვენტუსი" კი 35 ქულით მე-8 ადგილზეა.