ავტორიზაცია

ანჩელოტიმ პერესს უთხრა, რომ გასულ ზაფხულს მეტი ტრანსფერი უნდა გაეკეთებინა

ანჩელოტიმ პერესს უთხრა, რომ გასულ ზაფხულს მეტი ტრანსფერი უნდა გაეკეთებინა
თარიღი 06 მარ 2023, 15:15
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გუშინ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა.

"ბეტისთან" მატჩის შემდეგ მათ ხანგრძლივი საუბარი შედგა, რა დროსაც იტალიელმა განაცხადა, რომ გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდს მეტი გაძლიერება სჭირდებოდა.

ჟურნალისტ მარიო კორტეიანას თქმით, პერესი არ დაეთანხმა ანჩელოტის არგუმენტებს.

გუშინ მადრიდის "რეალი" ჩემპიონატში "ბეტისს" დაუზავდა (0:0), რის შედეგადაც მადრიდული გუნდის ჩამორჩენა "ბარსელონასთან" ცხრა ქულამდე გაიზარდა.