ავტორიზაცია

პსჟ ზაფხულში პორტუგალიელი ფორვარდის შეძენას შეეცდება

პსჟ ზაფხულში პორტუგალიელი ფორვარდის შეძენას შეეცდება
თარიღი 06 მარ 2023, 19:20
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა "ბენფიკას" თავდამსხმელი გონსალო რამოსი საფრანგეთის ლიგა 1-ში აღლოჩნდეს. 

21 წლის პორტუგალიელს დიდი ხანია მანჩესტერ "იუნაიტედს" უკავშირებენ. პარალელურად A Bola საუბრობს იმაზე, რომ რამოსი "პსჟ"-ს რადარზეა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენფიკა გონსალო რამოსს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

2022/2023 წლების სეზონში გონსალო რამოსმა 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.