Goal.Ge

"სიგიჟე გრძელდება! ლევანდოვსკიმ "რეალს" მძიმე დარტყმა მიაყენა"



GOAL.GE გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ევროპული პრესის ყველაზე "ცხელ" ჰედლაინებს. "ამჯერად გერმანული მოედანი მადრიდს გაუმკლავდა. დღეს "რეალი" სამუდამოდ დაიმახსოვრებს იმ თავდამსხმელის გვარს, რომელმაც მის კარში ოთხი გოლი გაიტანა. "რეალს" მხოლოდ ეპიკური ქამბექი უშველის", - წერს Marca. "რეალი" შესაძლოა ამ წელს ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტულის მოპოვების იმედსაც გამოემშვიდობოს. მხოლოდ ნამდვილი სასწაული შეუშლის ხელს გერმანულ ფინალს", - თვლის Mundo Deportivo. "ლევანდოვსკი - ზბიგნევ ბონეკის დროის შემდეგ, უდიდესი პოლონელი ფეხბურთელი. მას თავში GPS-ნავიგატორი აქვს ჩამონტაჟებული, ორივე ფეხში კი სნაიპერის მიზანი აქვს", - ამატებს Mundo Deportivo. "ეჭვი არ დარჩენილა. არამხოლოდ "ბაიერნია" დიდებული, არამედ მთელი გერმანია, რომელიც გარშემო მყოფებს ახრჩობს", - ამბობს AS. "ბორუსიამ" "რეალს" შემტევი ფეხბურთის გაკვეთილი ასწავლა. ლევანდოვსკის ოთხი გოლი, როგორც ოთხი მზე, ნათლად მიგვანიშნებს მომავალში გერმანული ფინალისკენ", - თვლის Sport.es. "პოლონელმა, რომელიც "დორტმუნდში" სულ რაღაც ოთხი მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, "რეალს" ოთხი გოლი გაუტანა, გიოტცემ კი გვაჩვენა, თუ რაში გადაიხადა "ბაიერნმა" 31 მილიონი ფუნტი", - იწყებს თავის მიმოხილვას The Telegraph. - ბურთის კონტროლი და ზუსტი გადაცემები - წარმატების პირობა. მართლა? ესპანურმა კლუბებმა ამ ორ ნახევარფინალურ დაპირისპირებებში 1352 ზუსტი გადაცემა გააკეთეს და ერთი გოლი გაიტანეს, გერმანელებმა კი 934 პასით რვაჯერ გაიტანეს. "დორტმუნდმა" ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაატარა, დაამტკიცა, რომ ფეხბურთელები უნდა შეიძინო და არა სახელები. კლოპმა ამჟამინდელი გუნდი 20 მილიონ ფუნტად შეკრა, "რეალმა" კი ერთ კაკაში 50 გადაიხადა". "თავიდან "ბაიერნი", ახლა 24 საათი გავიდა და "ბორუსიამ" მეორე ესპანური გრანდი გაანადგურა. მოურინიომ თავი ბედნიერად უნდა ჩათვალოს, რომ ჰუმელსმა გოლი აჩუქა, ლოპესმა კი მეხუთე და მეექვსე გოლისგან გადაარჩინა. ეს ისტორიული საღამო იყო, გუშინ "დორტმუნდის" ღამე იყო", - განიხილავს The Guardian. "ეს რობერტ-შოუ იყო! - ხმამაღლა აცხადებს Gazzetta dello Sport. - "ბორუსიამ" დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახლა გერმანული ფეხბურთი პირველ ადგილზეა. მხოლოდ სასწაული შეუშლის ხელს გერმანელებს "უემბლიზე" ფინალის ვერჩატარებაში". "კლოპი და მისი გოლ-ტიტანი", - ასე ხმამაღლა ჟღერს გერმანული Bild-ის ჰედლაინი. "სუპერვარსკვლავი რონალდუ? არა! მეგა-ვარსკვლავი ლევანდოვსკი! გერმანია ჩემპიონთა ლიგას თავის ელფერს სძენს". "ეს იყო ყვითელ-შავი სიგიჟე "ბაიერნთან" ფინალზე მოზეიმე და მეოცნებე 66 ათას გულშემატკივართან ერთად". Kicker-იც კი იშლება ჭკუიდან გერმანული გუნდების მიერ წარმოუდგენელი შედეგების დაფიქსირების შემდეგ: "სიგიჟე გრძელდება! ლევანდოვსკიმ "რეალს" მძიმე დარტყმა მიაყენა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10