ავტორიზაცია

MLS-ის ხელმძღვანელი: "ჩვენ ვსაუბრობთ ალბათ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე ფეხბურთის ისტორიაში"

MLS-ის ხელმძღვანელი: "ჩვენ ვსაუბრობთ ალბათ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე ფეხბურთის ისტორიაში"
თარიღი 07 მარ 2023, 13:35
MLS-ის ხელმძღვანელმა დონ გარბერმა არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ამერიკის ჩემპიონატში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ვსაუბრობთ ალბათ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე ფეხბურთის ისტორიაში. კარგია, თუ სიახლე იქნება მისი მაიამის ინტერში ტრანსფერის შესახებ. 

თუ ეს მოხდება, მაშინ ასეთი ტრანსფერი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენი ლიგისთვის. ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. “, - თქვა გარბერიმ.

მესის "პსჟ"-სთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მხარეები ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.