ავტორიზაცია

კარაგერი: "რაც უფრო მალე აღმოჩნდება მბაპე რეალში - მით უკეთესია, ის უნდა წავიდეს"

კარაგერი: "რაც უფრო მალე აღმოჩნდება მბაპე რეალში - მით უკეთესია, ის უნდა წავიდეს"
თარიღი 09 მარ 2023, 13:09
„ბაიერნთან" „პსჟ-ს" გამოვარდნის შემდეგ, „ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა და სპორტულმა ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, კილიან მბაპეს წასვლა ურცია.

„მბაპე უნდა წავიდეს. მართლა მგონია, რომ დროა. „პსჟ" ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან ძალიან შორსაა.

არამგონია, გაისად სიტუაცია გაუმჯობესდეს, თუ „პსჟ" იგივე შემადეგნლობას შეინარჩუნებს. რაც უფრო მალე აღმოჩნდება მბაპე „რეალში", მით უკეთესია.

ხუთი გავარდნა მერვედფინალიდან - რაღაც ხუმრობას ჰგავს. იდეალურ სამყაროში „პსჟ-ს" დიდ ოსტატებზე სურდა ფულების ხარჯვა, რომელიც დღეს გუნდში არც ჰყავს. 

სერხიო რამოსი - ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე ისტორიაში და სერიული გამარჯვებულია. მაგრამ „პსჟ-მ" ახალგაზრდები უნდა დაიმატოს და არა რამოსისნაირები.", - აღნიშნა კარაგერმა.