იტალიური მედია: საქართველომ პუტინის კანონი გაიწვია, კვარამაც გაიმარჯვა
იტალიური გამოცემა ilnapolista საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"კვარაცხელიამ გაიმარჯვა. ვგულისხმობთ იმას, რომ რაც ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ გააპროტესტა, შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობამ პუტინის კანონი გაიწვია.
საქართველოს მომავალი ევროპაა! - ეს სიტყვები დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში და ასე გამოვიდა ის პოლიტიკურ ასპარეზზე.
ასე მკაფიოდ პოლიტიკურ ასპარეზზე დიეგო მარადონას გამოსვლები გვახსოვს, რომელიც არასდროს მალავდა, რომ პოლიტიკოსებთან მეგობრობდა, განსაკუთრებით ფიდელ კასტროსთან.
დღეს კი საჯაროდ კიდევ ერთმა მოთამაშემ დაგვანახა თავისი პოზიცია, თუ რა ხდება მის ქვეყანაში", - წერს გამოცემა.