ავტორიზაცია

ბაიერნმა უკვე შეატყობინა სიტის, რომ კანსელოს არ გამოისყიდის - პორტუგალიელი შესაძლოა ლა ლიგის გრანდში ვიხილოთ

ბაიერნმა უკვე შეატყობინა სიტის, რომ კანსელოს არ გამოისყიდის - პორტუგალიელი შესაძლოა ლა ლიგის გრანდში ვიხილოთ
თარიღი 09 მარ 2023, 23:07
ჟოაო კანსელო ზაფხულში შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბაიერნმა“ „მან სიტის“ უკვე შეატყობინა, რომ ფეხბურთელის იჯარის გაგრძელებას ან მის გამოსყიდვას არ აპირებს, ამიტომ ის ინგლისში სეზონის ბოლოს დაბრუნდება.

დიდი ალბათობით, პორტუგალიელი ტრანსფერზე იქნება დაყენებული - კლუბის პრიორიტეტი მისი გაყიდვა იქნება, მაგრამ „სიტიში“ ხვდებიან, რომ კიდევ ერთი იჯარის ვარიანტის განხილვაც მოუწევთ.

ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული „ბარსელონა“ იქნება, რომელსაც კანსელოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან დიდებული ურთიერთობა აქვს.

კანსელო „ბაიერნში“ გასულ ზამთარს გადავიდა, თუმცა იქაც მალევე დაკარგა სასტარტოში ადგილი და სკამზე ჯდომით უკმაყოფილება გამოხატა.