ავტორიზაცია

[VIDEO] ზომერი: "დე ლიგტის სახლთან შვეიცარიულ შოკოლადს სატვირთო მანქანით მივიტან"

თარიღი 09 Mar 2023, 23:59
„ბაიერნის“ მეკარემ იან ზომერმა, თანაგუნდელ მატეის დე ლიგტს „პსჟ-სთან“ მატჩში გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

შვეიცარიელი გოლკიპერი ფეხით თამაშისას შეცდა და ვიტინია ცარიელ კარში ბურთს აგორებდა, თუმცა ბოლო მომენტში დე ლიგტმა იყოჩაღა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

„იმ მომენტში გული გამიჩერდა, მაგრამ მატეისმა ფანტასტიკურად ითამაშა. მის სახლთან შვეიცარიულ შოკოლადს სატვირთო მანქანით მივიტან - ეს დაუჯერებელი იყო!

კონკრეტულ სიტუაციაში არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ზოგჯერ ფეხბურთში ასეთებიც ხდება. რომ არა ეს სეივი, სულ სხვა თამაში იქნებოდა.“, - აღნიშნა „ბაიერნის“ გოლკიპერმა.