ავტორიზაცია

"როცა ფეხბურთელი სახლის კარს აღებს, ყველა ქმედებას უნდა დააკვირდეს", - გვარდიოლა

"როცა ფეხბურთელი სახლის კარს აღებს, ყველა ქმედებას უნდა დააკვირდეს", - გვარდიოლა
თარიღი 10 მარ 2023, 18:52
გასულ კვირას, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი კაილ უოლკერი სკანდალში გაეხვა, როცა ის ერთ-ერთ ბარში შენიშნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უოლკერმა უცხო გოგონას გაუპატიურება სცადა, რაზეც გამოძება მიმდინარეობს.

"ეს პირადი საკითხია და გარდა პოლიციისა, ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი უშუალოდ გუნდშიც მექნება.

როცა ფეხბურთელი სახლის კარს აღებს, მის ყველა ქმედებას უნდა დააკვირდეს და გაწონასწორებული იყოს.

საზოგადოების წინაშე მათ მოქცევა უნდა იცოდნენ. აქ მხოლოდ ერთეულ საკითხებზე საუბარი არ არის", - განაცხადა გვარდიოლამ.