პროკურატურამ ბარსელონა კორუფციაში ოფიციალურად ამხილა - კლუბს სასჯელი ემუქრება
ესპანეთის პროკურატურამ „ბარსელონას", სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ნეიგრეირას და კლუბის ორი ექს-პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს და სანდრო როსელის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ყველა ამ ზემოთჩამოთვლილს კორუფციაში ედება ბრალი. კატალონიელები შესაძლოა ქვედა დივიზიონშიც კი დააქვეითონ, თუ მათი დანაშაული დამტკიცდება. თუმცა, გაცილებით სავარაუდოა, რომ კლუბი თავს ჯარიმით დაიძვრენს.
საგადასახადო „ბარსას" გადასახადების დამალვაში ედავება. კერძოდ, 2019 წელს კლუბი ნეგრეირას ანგარიშზე გადარიცხული თანხიდან 877 ათასს ვერ ასაბუთებს, რაც გამოძიების მიზეზიც გახდა.
საბოლოო ჯამში, საქმის ფიგურანტებს სპორტის სფეროში ფიზიკურ პირებს შორის კორუფციაში, არაკეთილსინდისიერი ადმინისტრირება და საბუთების გაყალბება ედებათ ბრალად.
„პრეზიდენტებს, სანდრო როსელსა და ხოსეპ ბართომეუს მეშვეობით, „ბარსამ" ნეგრეირასთან მკაცრად კონფიდენციალურ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია იმასთან დაკავშირებით, რომ სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კლუბს თამაშებზე არბიტრების შერჩევაში დაეხმარებოდა.", - ნათქვამია პროკურატურას განცხადებაში.
დიდი ალბათობით, როსელს საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით ჩართავენ. გარდა ამისა, პროკურატურას გამოძიებაში მოქმედი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ჩართვაც სურს.
როგორც იცით, სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ნეგრეირას ანგარიშზე „ბარსამ" სხვადასხვა წლებში ჯამში 7 მილიონ ევრომდე ჩარიცხა. კლუბის ვერსიით, ის მათ სხვა გუნდების ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ეხმარებოდა.