კვარაცხელია, მესი, ჰალანდი, მბაპე - სეზონის სიმბოლური გუნდი

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა s90 ამჟამინდელი მონაცემებით სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში “ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
კვარაცხელია შეტევაში ადგილს მბაპესთან, ჰალანდთან და მესისთან ერთად იკავებს.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
