ატალანტას მწვრთნელი: “თამაში კვარაცხელიამ მოგვიგო”
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი “ნაპოლისა” და “ატალანტას” შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბერგამოთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ გააკეთა.
“მთელი თამაში დაცვაში კარგად ვიდექით, ნაპოლი კარში ვერ არტყამდა, თუმცა თამაში კვარაცხელიამ და მისმა ინდივიდუალიზმმა მოიგო.
გაშვებული გოლის შემდეგ მეტი აგრესიულობა გვმართებდა, რაც არ გამოვიდა და გოლი აქეთ მივიღეთ.
წინ კიდევ 12 ტურია, უნდა ვიბრძოლოთ, რათა სასურველ მიზანს
მივაღწიოთ”, - ამბობს გასპერინი.