მშრალი კარი! - როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ოსასუნასთან მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ოსასუნას" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვების შედეგად "ღამურები" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 26 ქულით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
სრული მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა და ამჯერად მეტოქე გუნდის დარტყმების მოგერიება არ მოუწია.
Sofscore-მა 22 წლის ქართველი მეკარის თამაში 6.8 ბალით შეაფასა.
