დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შემდეგ: "დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!"
მერაბ დვალიშვილმა UFC NIGHT FIGHT-ზე ღონისძიების მთავარ შეხვედრაში რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, ხუთივე რაუნდში დაამარცხა.
რუსთან გამარჯვების შემდეგ, დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.
“ახლა ძალიან ვამაყობ. მადლობა ყველა ქართველს, ვინც აქ მოვიდა და მათ, ვინც სახლიდან მიყურებდა. ჩვენ მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები.
მე პიტერს მგელი დავინახე, მან კი ნული მიწოდა. ვინ არის ახლა ნული? ვინ არის ახლა ნული? მე მშიერი ვარ. ვისაც უნდა მეჩხუბოს!
მე ომის წინააღმდეგი ვარ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვჭირდება. გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ომი.” – განაცხადა დვალიშვილმა.
მე ომის წინააღმდეგი ვარ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვჭირდება. გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ომი.” – განაცხადა დვალიშვილმა.