ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია
თარიღი 12 მარ 2023, 12:51
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი “ნაპოლისა” და “ატალანტას” შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და საოცარი გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში მოასპარეზე მოთამაშეთა შორის, მიმდინარე სეზონის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახდა.

პორტალი Opta-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს ახლა ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 26 საგოლე გოლში მიიღო მონაწილეობა, 22 წლის გარემარბმა 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.