ავტორიზაცია

ბარსელონა რეალის პოზიციით განაწყენდა - კლუბებს შორის ურთიერთობა გაწყვეტის პირას არის

ბარსელონა რეალის პოზიციით განაწყენდა - კლუბებს შორის ურთიერთობა გაწყვეტის პირას არის
თარიღი 12 Mar 2023, 22:37
„რეალის“ და „ბარსელონას“ ურთიერთობა შეიძლება კორუფციის საქმის გამო გაფუჭდეს.

როგორც იცით, ბარსელონას პროკურატურამ კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ბრალად კორუფციასა და მსაჯების მოსყიდვას სდებს.

დღეს, „რეალმა“ ამ სიტუაციით შეწუხება გამოთქვა და დაადასტურა, რომ მზადაა, სასამართლოში „ბარსელონას“ წინააღმდეგ წარსდგეს.

Catalunya Radio-ს ინფორმაციით, „ბარსელონაში“ „რეალის“ ამ განცხადებით იმედგაცრუებულები და გაკვირვებულები დარჩნენ.

„ბლაუგრანაში“ მიაჩნიათ, რომ სიტუაცია შესაძლოა ორ კლუბს შორის არსებულ დიდებულ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს.