ავტორიზაცია

თუ მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაშინ მხოლოდ ერთი წლით

თუ მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაშინ მხოლოდ ერთი წლით
თარიღი 13 Mar 2023, 16:53
ლიონელ მესის მომავალი გაურკვეველია. უცხოური მედიის ცნობით, "პსჟ"-ს რიგებში არსებობდა ეჭვი არგენტინელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ.

ამავდროულად, გამოცემა AS, "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თუ ლიონელ მესი დარჩება, ახალი კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი ამჟამად მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთან არ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი "პსჟ"-ში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.