მილიტაო: "ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ლივერპულთან მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ მათ სუპერშემადგენლობა ჰყავთ"

ედერ მილიტაოს თქმით, „ენფილდზე“ 5:2 მოგების მიუხედავად, „რეალს“ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მონაწილეობა განაღდებული არ აქვს.
საპასუხო შეხვედრას „სანტიაგო ბერნაბეუ“ ზეგ, 15 მარტს, 23:55 საათზე უმასპინძლებს.
„ლივერპულური საღამო ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. მოიგო 5:2 და გაიტანო - უნიკალური მომენტია ყველა ფეხბურთელისთვის. თუმცა, „ლივერპულს“ სუპერშემადგენლობა ჰყავს. არ გვინდა, რომ საკუთარ კედლებში მათ გაგვაკვირვონ.
მო სალაჰი მატჩს კარგ ფორმაში ხვდება, ის სულ სახიფათოა, „რეალთან“ მატჩებზე კი ჰიპერმოტივირებულიც. ასევე, რობერტო ფირმინომაც დაიწყო გოლების გატანა. ასე რომ, საპასუხო მატჩის საფინალო სასტვენამდე, გადაწყვეტილი არაფერია.
ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი უკვე გადაწყდა, მაგრამ მე ორ უდიდეს გუნდს შორის სერიოზულ დაპირისპირებას ველი. კი, „რეალს“ დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ 90 წუთი წინაა და გადაწყვეტილი არაფერია.
წინა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებშიც გვქონია სიტუაციები, როცა ზღვარზე ვიყავით და ეს ჩვენთვის მაგალითად იქცა. „ლივერპულმა“ ბოლო მატჩებში დიდ პროგრესს მიაღწია.
ველოდებით, რომ მადრიდული მატჩი „ენფილდის“ მსგავსი არ იქნება. ჩვენი ამოცანაა - ჩავატაროთ ისეთი მატჩი, რომ პირველი შეხვედრა არავის გაახსენდეს.“, - აღნიშნა ბრაზილიელმა მცველმა.