ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს წითელ ბარათს არ გაასაჩივრებს

მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს წითელ ბარათს არ გაასაჩივრებს
თარიღი 13 მარ 2023, 23:05
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროს წითელი ბარათის გასაჩივრებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი „საუთჰემპტონთან“ მატჩის (0:0) მსვლელობისას გააძევეს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის ამ სეზონში მეორე პირდაპირი წითელი იყო, კაზემირო 4 მატჩს გამოტოვებს.

კერძოდ, საყრდენი გუნდს „ფულემთან“ ინგლისის თასზე ვერ დაეხმარება, პრემიერ ლიგაში კი „ნიუკასლთან“, „ბრენტფორდთან“ და „ევერტონთან“ შეხვედრებში გამოაკლდება.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელს „რეალში" გატარებულ 9 სეზონში პირდაპირი წითელი არცერთხელ არ მიუღია, ორი ყვითლის გამო კი მოედანი ნაადრევად სულ ორჯერ დატოვა.