ავტორიზაცია

"გამიკვირდა, ანრის დანიშვნას ველოდი", - ედენ აზარი ბელგიის ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"გამიკვირდა, ანრის დანიშვნას ველოდი", - ედენ აზარი ბელგიის ნაკრების ახალ მწვრთნელზე
თარიღი 13 მარ 2023, 23:08
ედენ აზარი გაკვირვებული დარჩა, რომ ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დომენიკო ტედესკო დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აზარმა სანაკრებო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, თებერვალში კი მწვრთნელად ტედესკო დანიშნეს. მან რობერტო მარტინესი ჩაანაცვლა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრები ჩაიბარა.

„გაკვირვებული დავრჩი. მწვრთნელად ტიერი ანრის დანიშვნას ველოდი. ჩემთვის გასაგებია, რომ ფედერაციას მარტინესის ეტაპის დასრულება და წინსვლა სურდა.

პირადად მე ტედესკოს არ ვიცნობ. „რეალში“ 2-3 გერმანელ ფეხბურთელს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია.

მას ჯერ კიდევ ჰყავს შემადგენლობაში აზარი (ტორგანი, ედენის ძმა - ავტ). ასე რომ მას წარმატების მიღწევა შეუძლია.“, - აღნიშნა ბელგიელმა.