ავტორიზაცია

ფაბიო კანავარო: "ნაპოლის 18 ქულიანი უპირატესობა სპალეტის გუნდის მდევართა სირცხვილია"

ფაბიო კანავარო: "ნაპოლის 18 ქულიანი უპირატესობა სპალეტის გუნდის მდევართა სირცხვილია"
თარიღი 14 მარ 2023, 12:36
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ სერია A-ში ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ეს ერთგვარი კატასტროფაა. ნაპოლის 18 ქულიანი უპირატესობა სპალეტის გუნდის მდევართა სირცხვილია. 

მილანი ყველაზე მეტად მაღიზიანებს. მათ ჩემპიონთა ლიგაზე კარგ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ჩემპიონატში ბევრად უკეთესი თამაში შეეძლოთ. “, - თქვა კანავარომ.

"ნაპოლი" სერია A-ს 26 ტურის შემდეგ, 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს.