ავტორიზაცია

კრისტიან ვიერი: "ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედში რომ გადავიდეს, იქ ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება"

კრისტიან ვიერი: "ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედში რომ გადავიდეს, იქ ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება"
თარიღი 14 მარ 2023, 16:50
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"სპალეტი რაღაცებს უბრალოდ სათქმელად არ ამბობს. როცა ამბობს, რომ კვარამ მარადონასთვის დამახასიათებელი გოლი გაიტანა და კიმი მსოფლიოში საუკეთესო მცველია, ამას მიზეზი ექნება.

კვარას გოლი სიგიჟე იყო. ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედში რომ გადავიდეს, იქ ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება. მოუთმენლად ველოდი ჩემპიონთა ლიგაში აინტრახტთან თამაშს. ",- თქვა ვიერიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.