ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი, 48-გუნდიანი ფორმატი დაამტკიცა

ოფიციალურად: ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი, 48-გუნდიანი ფორმატი დაამტკიცა
თარიღი 14 Mar 2023, 23:11
ფიფას საბჭომ დაადასტურა, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩაეშვება.

კერძოდ, მომდევნო მუნდიალზე არა ტრადიციულად 32, არამედ 48 გუნდს ვიხილავთ.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ტურნირის 48 მონაწილეს 16 3-გუნდიან ჯგუფზე გადაანაწილებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ორგანიზაციამ ამაზე უარი თქვა და ტრადიციულ 4-გუნდიან ჯგუფებს ვიხილავთ, ჯამში 12-ს.

1/16-ფინალში კი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი ჩატარდება, ტურნირი კი 39 დღეს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მსოფლიო პირველობა აშშ, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.