ინტერმა სახლში მოპოვებული უპირატესობა გაწურა, ჰოლანდმა ბენეფისი გვაჩუქა - ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტევის ვინაობა გაირკვა.
დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, პირველში „პორტუმ“ „ინტერს“ უმასპინძლა, მეორეში კი „სიტიმ“ – „ლაიპციგს“.
საპასუხო თამაშების წინ ყველაფერი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ იყო, „ინტერს“ შინ 1:0 ჰქონდა მოგებული, „სიტიმ“ და „ლაიპციგმა“ კი გამარჯვებული გერმანიაში ვერ გამოავლინეს (1:1) და საქმეების გარჩევა საპასუხო მატჩამდე მოიტოვეს.
საბოლოოდ, პორტუგალიაში ყველაფერი უგოლო ფრედ, 0:0 დასრულდა და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში 1:0 მოგებით გავიდა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში კი ერლინგ ჰოლანდის ბენეფისი ვიხილეთ, რომელმაც „ლაიპციგს“ 5 გოლი გაუტანა და ყველაფერთან ერთად ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.
საერთო ჯამში „სიტიმ“ 7:0 მოიგო, თითო-თითო გოლი გუნდოგანმა და დე ბრუინმა გაიტანეს.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები „ინტერი“ და „სიტი“ გახდნენ.