ავტორიზაცია

სალაჰი პსჟ-ში ითამაშებს?

სალაჰი პსჟ-ში ითამაშებს?
თარიღი 15 მარ 2023, 11:39
"პარი სენ-ჟერმენი" ახალი ვარსკვლავის შეძენას უახლოვდება. 

პორტალ Goal.com-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდის რიგებს შესაძლოა "ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი შეუერთდეს.

"მერსისაიდული" კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულში შემადგენლობის განახლებას აპირებს, ამიტომ მზად იქნება განიხილოს 30 წლის აფრიკელის გაყიდვის ვარიანტი.

სალაჰის კონტრაქტი "ლივერპულთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.