ავტორიზაცია

ტოტენჰემი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კეინს არ გაყიდის

ტოტენჰემი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კეინს არ გაყიდის
თარიღი 15 Mar 2023, 13:09
Sky Sports-ის ცნობით, "ტოტენჰემი" ჰარი კეინის გაყიდვას არ გეგმავს. 29 წლის ფორვარდს სპურსთან კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. 

ამის მიუხედავად, ლონდონელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კეინთან განშორებას არ გეგმავენ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.