რეალმა პრობლემების გარეშე გაიმარჯვა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა.
ამრიგად, "ბლანკოსმა" ორი მატჩის ჯამში 6-2 გაიმარჯვა სა მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.