ავტორიზაცია

მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?

მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?
თარიღი 16 მარ 2023, 17:35
მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან ახლოს არის და შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახდეს, ამის შესახებ რუსული RB Sport იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ადრე მარადიშვილი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. 21-წლამდელთა ნაკრებში ფეხბურთელმა ექვსი მატჩი ჩაატარა და არც ერთი გოლი არ გაუტანია.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა "რკინიგზელთა" შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

მანამდე საქართველოს ნაკრების თამაში გადაწყვიტილება "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა გადაწყვიტა.