“კვარაცხელიას კაკასთან რაღაც საერთო აქვს - კი, მხოლოდ ბუცების ბრენდი”, დიალოგი კასანოსა და ვიერის შორის
ერთ-ერთ იტალიურ გადაცემაში ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელები ანტონიო კასანო და კრიატიან ვიერი ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავდნენ.
მოგეხსენებათ, კასანო კვარას დიდი გულშემატკივარია და ყველა ინტერვიუში მის ქებაშია.
“ვფიქრობ, კვარაცხელიას და რიკარდო კაკას რაღაც საერთო აქვთ” - განაცხადა კასანომ.
“კი, მხოლოდ ბუცების ბრენდი” - უპასუხა ვიერიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.