ავტორიზაცია

დიდიე დეშამი: "ვინ იქნება კაპიტანი? რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც განვიხილავ"

დიდიე დეშამი: "ვინ იქნება კაპიტანი? რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც განვიხილავ"
თარიღი 17 მარ 2023, 14:28
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თავდამსხმელ კილიან მბაპესა და ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს შესაძლო კაპიტნობაზე ისაუბრა. 

„ვინ იქნება კაპიტანი? რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც განვიხილავ. კილიანი ერთ-ერთი მათგანია. მე უნდა განვიხილო ეს მასთან, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. 

კაპიტანობა მნიშვნელოვანი ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯერ ფეხბურთელთან დალაპარაკება მინდა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ.

შეიძლება ედრიენ რაბიო იყოს კაპიტანი? მას აქვს გარკვეული გამოცდილება, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, შეუძლია იყოს ლიდერი, მაგრამ არ ვიცი, მართლა სურს თუ არა კაპიტანობა. 

სხვადასხვა კაპიტანი სხვადასხვა მატჩებისთვის? შეიძლება, მაგრამ მირჩევნია კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს იყოს, ეს მკაფიო არჩევანის ქონას ნიშნავს. “, - განაცხადა დეშამმა.