ავტორიზაცია

კვარაცხელია ანრის განცხადებაზე: "აზარი ძაან დიდი ფეხბურთელია და მის დონემდე ბევრი მიკლია"

კვარაცხელია ანრის განცხადებაზე: "აზარი ძაან დიდი ფეხბურთელია და მის დონემდე ბევრი მიკლია"
თარიღი 17 მარ 2023, 15:37
როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტი" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თამაშის შემდეგ ინტერვიუში ჟურნალისტმა მას ტიერი ანრის კომენტარზეც ჰკითხა, რომელმაც "ნაპოლის" ქართველი გარემარბი ედენ აზარს შეადარა. 

"აზარი ძაან დიდი ფეხბურთელია და მის დონემდე ბევრი მიკლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვიყო და ჩემი გულშემატკივრები მაქსიმალურად გავახარო. ",- თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი ამ ეტაპზე "მილანს" დაუპირისპირდება.

"როსონერის" დამარცხების შემთხვევაში ნეაპოლური გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე მილანის "ინტერს" და "ბენფიკას" შორის საუკეთესოს შეხვდება.