VIDEO: "ორმაგი სტანდარტებია, იმიტომ არ გააძევეს, რომ მბაპეა", - ჟერომ როტენმა კილიანი გააკრიტიკა
ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, აღნიშნა, რომ მსაჯები კილიან მბაპეს მიმართ ლმობიერნი არიან.
„პსჟ-ს“ შემტევმა „ბრესტის“ ფეხბურთელს ფეხი მიარტყა, თუმცა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.
„თუ მსაჯი ვერ ხედავს, VAR-ი უნდა დაეხმაროს. იგივე რომ მეტოქეს გაეკეთებინა და არა მბაპეს - ავტომატური წითელი ბარათი იქნებოდა. ნამდვილად! ეს არის მსაჯობის ორმაგი სტანდარტები, უბრალო ფეხბურთელებს და ვარსკვლავებს სხვადასხვანაირად სჯიან. სულ ასე იყო.
როცა პარიზში, მარსელში ან ლიონში თამაშობ, დაცული ხარ. ასეთი საქციელები არ უნდა არსებობდეს, ეს არის უადგილო აგრესია და დასჯადი უნდა იყოს! თუ ასეთ რაღაცას დაუსჯელს ტოვებ, როგორ უხსნი ფეხბურთელებს, რატომ არ არის ეს გაძევება? ასე ყველაფრის გამართლება შეიძლება. ის მხოლოდ იმიტომ არ გააძევეს, რომ კილიან მბაპეა.“, - აღნიშნა „პსჟ-ს“ ექს-ფეხბურთელმა.