ავტორიზაცია

პსჟ მზადაა ჰოლანდის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს?

პსჟ მზადაა ჰოლანდის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს?
თარიღი 18 მარ 2023, 04:37
მადრიდის "რეალი" და "პსჟ" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესს იჩენენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელის 200 მილიონად გათავისუფლების პუნქტი 2024 წლის ნაცვლად, 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდება. 

ეს ყველაფერი პეპ გვარდიოლას მომავალზე იყო დამოკიდებული - მას შემდეგ რაც ესპანელმა მწვრთნელმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ერლინგის გათავისუფლების პუნქტი 2025 წლიდან ამოქმედდება.

Marca-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა ჰოლანდისთვის დაახლოებით 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლიონელ მესის, სერხიო რამოსისა და ნეიმარის მომავალზე.

22 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 39 გოლი გაიტანა.