ავტორიზაცია

პიოლი: "იბრაჰიმოვიჩს ყველა მატჩის თამაში და მოგება სურს"

პიოლი: "იბრაჰიმოვიჩს ყველა მატჩის თამაში და მოგება სურს"
თარიღი 18 მარ 2023, 13:51
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც მოედანს ახლახანს დაბრუნდა.

პიოლის თქმით, იბრაჰიმოვიჩს კვლავ ყველა მატჩში თამაში და წარმატება სურს.

"ზლატანი კარგადაა, გუნდის ცხოვრებაში სხვა მოთამაშეების მსგავსად თანაბრად მონაწილეობს. მშვიდი და თავდაჯერებულია, ნებისყოფისა და მოტივაციის კუთხით კი ტოლი საერთოდ არ ჰყავს. მას ყველა მატჩში თამაში და გამარჯვება სურს. ",- თქვა პიოლიმ.

"მილანი" იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს "უდინეზეს" წინააღმდეგ 18 მარტს გამართავს.