ავტორიზაცია

სრული შოკი: პსჟ მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ საოცარი თანხა გადაიხადოს

სრული შოკი: პსჟ მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ საოცარი თანხა გადაიხადოს
თარიღი 18 მარ 2023, 18:17
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბის მიმართ უკვე არაერთმა ტოპ კლუბმა გამოთქვა ინტერესი. 

ფრანგული პორტალის Sport10-ის "პსჟ"-ს სატრანსფერო სამიზნეებს შორის ერთ-ერთი სწორედ ხვიჩაა, რომლის სანაცვლოდაც პარიზული გუნდი შოკისმომგვრელ თანხას იხდის.

წყაროს ცნობით, ნასერ ელ ხელაიფი მზადაა, კვარას ტრანსფერის დასახურად 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ქართველ გარემარრბის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, აურელიო დე ლაურენტისს ამ თანხაზე უარის თქმა გაუჭირდება.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.