ხავი: "ხვალინდელი ჩვენი გამარჯვება რეალისთვის შეიძლება დიდ დარტყმად იქცეს"

„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავიმ, მოახლოვებული კლასიკოს წინ მატჩი შეაფასა.
გუნდები ერთმანეთს ლა ლიგის 26-ე ტურში ხვალ, 19 მარტს, 23:55 საათზე „კამპ ნოუზე“ დაუპირისპირდებიან.
„ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ეს გადამწყვეტი მატჩი არ იქნება. წინ ხანგრძლივი გზაა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება „რეალისთვის“ შეიძლება მძიმე დარტყმა აღოჩნდეს.
ჩვენი მიზანია - დომინირება, რასაც თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ, გარდა „ბერნაბეუზე“ ბოლო თამაშისა. ჩვენი ამოცანაა - უფრო სუპერთასის ფინალის საკუთარი თავის ვერსიას ვგავდეთ.“, - აღნიშნა ესპანელმა.
25 ჩატარებული ტურის შემდეგ „ბარსა“ „რეალს“ ცხრილში 9 ქულით უსწრებს და ხვალ თუ მოიგებს, 12-ით გაუსწრებს.