ავტორიზაცია

"ჰოლანდის არ უნდა გეშინოდეს", - მათეუსმა სიტი - ბაიერნის წყვილის ფავორიტი დაასახელა

"ჰოლანდის არ უნდა გეშინოდეს", - მათეუსმა სიტი - ბაიერნის წყვილის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 18 მარ 2023, 22:38
ლოტარ მათეუსმა „ბაიერნის“ და „მან სიტის“ მოახლოვებულ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მერვედფინალში ერლინგ ჰოლანდმა „ლაიპციგს“ 5 გოლი გაუტანა და 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

„მან სიტი კარგ გუნებაზეა. ეს ძალიან ხარისხიანი გუნდია და ჩვენ თანაბარი მეტოქეების დუელი გველის. ბევრი ელოდა, რომ ასეთი ფინალი იქნებოდა.

ჰოლანდმა „ბაიერნთან“ ბევრი მატჩი ჩაატარა და ცოტა გოლი გაიტანა. მისი არ უნდა გეშინოდეს.

ვფიქრობ, „ბაიერნს“ მცირე უპირატესობა ექნება, ვიდრე „სიტის“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია და ამსი გამო ზეწოლა აქვს.“, - აღნიშნა მათეუსმა.