კონტე: "ჩემს კარიერაში მსგავსი რამ პირველად ხდება, ფეხბურთელები მარტო საკუთარი თავისთვის თამაშობენ, ასეთია ტოტენჰემის ისტორია"

„ტოტენჰემის“ იტალიელმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კლუბის ფეხბურთელები გააკრიტიკა.
„ჩვენ პროფესიონალები ვართ. კლუბი დიდ ფულს იმისთვის არ გვიხდის მე და ფეხბურთელებს, რომ თავი ვიმართლოთ და არასათანადო მიდგომა გამოვავლინოთ.
ჩემს კარიერაში მსგავსი მიდგომა პირველად ხდება. აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს შემეცვალა. მაგრამ წინა სეზონს რომ შევადაროთ, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა.
რატომ? იმიტომ, რომ აქ ამას მიჩვეულები არიან. ისინი რაიმე მნიშვნელოვნისთვის თამაშს მიჩვეულები არ არიან, არც ზეწოლის ქვეშ უნდათ ყოფნა.
ეს არის „ტოტენჰემის“ ისტორია. 20 წელია ეს მფლობელი აქ არის და მათ არაფერი მოუგიათ. რატომ?
მე ვხედავ 11 ფეხბურთელს, რომელიც საკუთრი თავისთვის თამაშობს. სატრანსფერო საკითხები კლუბს აბარია, მწვრთნელს პასუხისმგებლობა ეკისრება. მაგრამ ფეხბურთელები... სად არიან ფეხბურთელები?
თავის მართლება, თავის მართლება, თავის მართლება... ისინი მუდამ საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.