ავტორიზაცია

კონტემ ტოტენჰემის დატოვება გადაწყვიტა

კონტემ ტოტენჰემის დატოვება გადაწყვიტა
თარიღი 19 მარ 2023, 13:56
იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სეზონის ბოლოს "ტოტენჰემის" დატოვებას აპირებს.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, მწვრთნელი არ არის კმაყოფილი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა გუნდში არიან.

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ანტონიო დაიღალა გუნდის წარუმატებელი მატჩებით. იტალიელი იანვრიდან გაბრაზებულია ფეხბურთელებზე.

ამ მიზეზით, მწვრთნელს ახალი კონტრაქტის თაობაზე კონკრეტული მოლაპარაკებები სპურსის ხელმძღვანელობასთან არ დაუწყია.